რეგულაციები ჭარბვალიანობის მოსაგვარებლად

ცვლილება საფინანსო ბაზარზე. 1-ლი სექტემბრიდან გაცემულ სესხებზე, მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი  50 პროცენტი იქნება. აქამდე მაქსიმალური განაკვეთი 100 პროცენტს შეადგენდა. შედარებით შეღავათიანი პირობები ამოქმედდება ვადაგადაცილებულ სესხებზე. ცვლილება დღეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შეაფასეს.