ჭარბვალიანობის პრობლემა და ბანკები

ინტერვიუდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ჭარბვალიანობის პრობლემა იყო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოფილ პრემიერს და ეკონომიკის ექს-მინისტრს სავალუტო ფონდის კვლევის დამალვაში ადანაშაულებს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც სწორედ ქვეყანაში არსებულ ჭარბვალიანობას ეხებოდა. ამ კონტექსტში პარტიის თავმჯდომარე არც ორი მსხვილი ბანკის კრიტიკას მორიდებია. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მოქალაქეები შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის კრედიტის მომსახურებაში ხარჯავენ, რის გამოც საბანკო რეგულაციები აუცილებელია.

სწორედ ჭარბავალიანობას უკავშირებს პარტიის ლიდერი „იუნისეფის“ იმ მძიმე  კვლევასაც, რომელიც კვირიკაშვილის გადადგომამდე ერთი დღით ადრე მმართველი გუნდის განხილვის თემა იყო.