ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა

21:30, 06.08.2019

იზრდება იმ პირთა წრე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეიძენენ. ამ შეღავათით სოციალურად დაუცველ ადამიანებთან ერთად, უკვე პენსიონრები, ასევე შშმ პირები ისარგებლებენ.

ჩამონათვალშია ექვსი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების პრეპარატი. პრემიერმა პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება დააანონსა და ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებს, შესაბამისი დავალებაც მისცა.

არაერთი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯი კვლავ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე რჩება.

მსგავსი