ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებულ მედიკამენტებს უფასოდ იღებენ. ლაპარაკია 13 დასახელების ძვირად ღირებულ მედიკამენტზე. ასევე გაფართოვდა ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდება.