გაზრდილი ბიუჯეტი

ქვეყნის ბიუჯეტი 2024 წელს 700 მილიონი ლარით, 28 მილიარდამდე იზრდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი უკვე დაკორექტირებულია. პრიორიტეტული სფეროებია ისევ ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა. იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ხელფასები. სიახლეებია ჯანდაცვის პროგრამებშიც. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს წამლები სრულად დაუფინანსდებათ, გათვალისწინებულია სოციალური დახმარებების პაკეტებისა და კომპენსაციების ზრდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვისაც.

თამარ ნადარეიშვილი ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ილია ღუდუშაურს და ახლა უფრო დეტალურად გვეტყვის, რას მოხმარდება დამატებითი თანხები ჯანდაცვაში.