სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რომ ე.წ. ჩაკეტილი გადასასვლელები გაიხსნას და მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა უწყებებთან ერთად, უზრუნველყოფს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირების სამკურნალოდ გადმოყვანას ამ ვითარებაში და მზად არის, მიუხედავად ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელებისა, მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს.