ევროკავშირის ელჩის კომენტარი

ევროკავშირის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკიმ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.