ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი

ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-60-ე რაუნდი დასრულებულია. პროგრესი ამჯერადაც არ არის. რუსეთის დელეგაციამ მოსალოდნელი სცენარით იმოქმედა და დევნილების საკითხის დაყენებისთანავე შეხვედრის ოთახი დატოვა. ქართული მხარე მოლაპარაკებების ამ ფორმატში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას – მათ შორის იყო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, გახშირებული გატაცებები, ეთნიკური დისკრიმინაცია და გადაადგილების შეზღუდვა. მხარეებმა შეთანხმებას ვერც სააღდგომოდ ე.წ. გადასასვლელების გახსნის შესახებ მიაღწიეს.