რუსეთის უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზთან

რუსეთის პროვოკაციული ქმედებები გრძელდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც. გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფელ კირბალის მსგავსად, ახლა უკვე მეჯვრისხევშიც ე.წ. საზღვრის მანიშნებლები გაჩნდა. საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ხეებსა და ბუჩქებზე საოკუპაციო ძალებმა თეთრი ლენტები გაავლეს. ადგილობრივების მტკიცებით, შედეგად ე.წ. საზღვარმა ერთი კილომეტრით გადმოიწია, თუმცა ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებს სუს-ი. მეჯვრისხევში განვითარებულ პროცესებზე ევროკავშირი უკვე ინფორმირებულია.