პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები დღეს საბერძნეთში განიხილეს.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერების კონფერენციაზე მყოფი კახა კუჭავა კოლეგებს პირისპირ ფორმატში ხვდება. შეხვედრების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმართ მოლოდინები და საქართველოს პერსპექტივაა. სამიტი დეკემბერში უნდა გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა. გამოსვლა გარემოს დაცვის საკითხებს მიეძღვნა. კახა კუჭავამ ტრიბუნიდან გლობალური გამოწვევის დაძლევის კონკრეტული ინიციატივებიც წარადგინა. მათ შორისაა გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტების მიერ გარემოს საკითხებზე ერთიანი პლატფორმის შექმნა.

 

დატოვე კომენტარი