ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება

კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს და კრიტიკა რუსეთს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობაზე, როგორც ქვეყნის, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებზე დაუსჯელობისა და ასევე საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების გამო. მიღებული დოკუმენტი რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებისკენაც მოუწოდებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი