ვითარება უკრაინაში

რუსეთი ცდილობს, საბაბი შექმნას უკრაინაზე თავდასხმისთვის – ასე აფასებენ უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებას აშშ-სა და ნატო-ში. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები 2008 წელს საქართველოში გათამაშებულ სცენარს შეადარეს, რასაც მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. ეუთო-ს უახლესი ანგარიშის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 500-ზე მეტჯერ დაირღვა.

კიევიდან ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე.