ქართველი სპორტსმენები მეორე ევროპულ თამაშებზე გააცილეს. ცერემონია ოლიმპიურ პარკში გაიმართა. დღევანდელ ღონისძიებას ორი მიზეზი ჰქონდა – ოლიმპიური დღე და ქართველ სპორტსმენთა გაცილების ცერემონია.
რაც შეეხება ევროპულ თამაშებს, მას ბელარუსის დედაქალაქი 21-დან 30 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.
მონაწილეობისათვის საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 61 სპორტსმენი ემზადება.