ქართველი სპორტსმენები ევროპულ თამაშებზე გააცილეს

ქართველი სპორტსმენები მეორე ევროპულ თამაშებზე გააცილეს. ცერემონია ოლიმპიურ პარკში გაიმართა. დღევანდელ ღონისძიებას ორი მიზეზი ჰქონდა – ოლიმპიური დღე და ქართველ სპორტსმენთა გაცილების ცერემონია.

რაც შეეხება ევროპულ თამაშებს, მას ბელარუსის დედაქალაქი 21-დან 30 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

მონაწილეობისათვის საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 61 სპორტსმენი ემზადება.

დატოვე კომენტარი