პროტესტის მესამე და გაფიცვის მეორე დღე თბილისის მეტროპოლიტენში
გაფიცვის მეორე და პროტესტის მესამე დღე. თბილისის მეტროპოლიტენი არც დღეს მუშაობს. დედაქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ მემანქანეები კალაძისგან ახალ, უფრო კონკრეტულ შეთავაზებას ელოდებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია: გაიზარდოს ხელფასი 45 პროცენტით. ისინი გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ. შეგახსენებთ, 23 მეტროსადგური კვლავ დაკეტილია.