პროტესტის მესამე და გაფიცვის მეორე დღე თბილისის მეტროპოლიტენში

15:17, 05.06.2018

გაფიცვის მეორე და პროტესტის მესამე დღე. თბილისის მეტროპოლიტენი არც დღეს მუშაობს. დედაქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ მემანქანეები კალაძისგან ახალ, უფრო კონკრეტულ შეთავაზებას ელოდებიან.  მათი მოთხოვნა უცვლელია:  გაიზარდოს ხელფასი 45 პროცენტით. ისინი გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ. შეგახსენებთ, 23 მეტროსადგური კვლავ დაკეტილია.  

მსგავსი