აქცია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ

ერთი წლის წინ პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ მიერ უპირობოდ გაწვეული და გუშინ ოფიციალურად დაბრუნებული სადავო კანონის გასაპროტესტებლად სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი მსვლელობას აწყობენ. შეკრება რესპუბლიკის მოედანზე დაანონსდა, მსვლელობა კი პარლამენტის შენობამდე იგეგმება.