ოპონენტების მწვავე კითხვების მოსმენამდე პრემიერობის კანდიდატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა.
მეწარმეების ნაწილზე საგადასახადო ამნისტია გავრცელდება. ასევე გადაიხედება საბაჟო და საგადასახადო კოდექსები, რაც ბიზნეს-სექტორისთვის თამაშის ახალი წესების შემოღებას გულისხმობს. სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი ფარმაცევტული და რძის პროდუქტების ქართველი მწარმოებლებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებასაც ითვალისწინებს.
გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა მცირე მთავრობის კონცეფციაზეც. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამინისტროების შემცირების შედეგად დაზოგილი მილიონების დახარჯვას სოციალურ პროგრამებზე გეგმავს.