ფინანსების მოზიდვის ახალი სქემები ბიზნესისთვის

ახალი შესაძლებლობა ბიზნეს-სექტორისთვის.

პარლამენტში დამტკიცებული კანონი ბიზნეს-სუბიექტებს ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებზე წვდომას გაუმარტივებს. ეკონომიკის სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონი საშუალებას იძლევა, რომ კერძო კომპანიამ ე.წ. შუამავლის მეშვეობით ფასიანი ქაღალდები გამოუშვას და საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ახალი ინვესტიციები მოიზიდოს. სფეროს ექსპერტების პროგნოზია, რომ ბანკების გვერდის ავლით ფინანსების მოზიდვის წყარო საბანკო სესხებს გააიაფებს.