კადრების დეფიციტი უმუშევრობის ფონზე

ბიზნეს-სექტორში კადრების მწვავე დეფიციტია.

მაშინ, როცა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უმუშევრობა რჩება, გამოცხადებულ ვაკანსიებზე მიმართვის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. ნეგატიურ ტენდენციას, რომელიც საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების მასობრივად გადინების და დარჩენილთა არასაკმარისი კვალიფიკაციის გარდა, პრობლემად სახელდება დამსაქმებელი კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლების მოლოდინს და მოთხოვნებს არ ემთხვევა.