რეგულაციების შემსუბუქება - გამოხმაურება ბიზნეს-სექტორში

რეგულაციების შემსუბუქებას დადებითად აფასებს ბიზნეს-სექტორის ნაწილი. მათი განცხადებით, სამთო კურორტებზე სასტუმროების, საბაგიროების გახსნა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედდება და რესტორნებში შიდა სივრცეების ფუნქციონირება ბიზნესს სტიმულს მისცემს. ბიზნეს სექტორის ნაწილი აღნიშნავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება შიდა ტურიზმის წახალისების კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროცესი გვიან დაიწყო, რაც ბიზნესს ამუხრუჭებს.