მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები პარლამენტში

პარლამენტში პრემიერობის კანდიდატის და მთავრობის დროებითი შემადგენლობის მოსმენა დასრულებულია.

გუნდთან ერთად მამუკა ბახტაძემ დღის ბოლოს უმცირესობის კითხვებს უპასუხა. ყველაზე ხმაურიანი კი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრა აღმოჩნდა, სადაც განსაკუთრებით დეპუტატი ნიკა მელია აქტიურობდა. ოპონენტების მხრიდან მამუკა ბახტაძის მისამართით კითხვები ძირითადად მის წარსულ საქმიანობას და მომავალ მთავრობას ეხებოდა. ოპონენტებმა რამდენჯერმე იკითხეს, დარჩება თუ არა შემცირებულ მინისტრთა კაბინეტში თეა წულუკიანი, რაზეც მინიშნება თავად მინისტრობის კანდიდატმაც გააკეთა. წულუკიანთან ერთად მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა გიორგი გახარიაც. ფრაქციების ფორმატში დღეს მხოლოდ სამი შეხვედრა გაიმართა.

„საქართველოს პატრიოტები“ დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ, რის გამოც მინისტრობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმაზე უარი თქვეს.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს პარლამენტში.