წამლების ფასების რეგულაცია

პარლამენტმა ბიზნეს-სექტორის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. კერძო სფეროს წარმომადგენელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც წამლების ფასზე მაქსიმალურ ზღვარს ადგენს.

პირველ ეტაპზე საუბარია ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, ჯამში 1200-მდე მედიკამენტზე. კანონპროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-ს ექსპერტებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. ავტორების პროგნოზით, კანონის ამოქმედების შემდეგ დასახელებულ წამლებს მომხმარებლები 40%-ით იაფად შეიძენენ.