კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ 

ბიზნესს დაფინანსების მიღების ალტერნატიული წყარო უჩნდება.

თუ პარლამენტი მთავრობის მიერ მომზადებულ კანონ-პროექტს დაამტკიცებს, ბიზნეს-სექტორს საშუალება ექნება, კონკრეტული საინვესტიციო პროექტის გაფართოებისთვის თანხა საინვესტიციო ფონდიდან მიიღოს. საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონ-პროექტით ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებული საინვესტიციო ფონდები დაიწყებენ საქმიანობას. მათი მთავარი ფუქნცია კი ინვესტორების სახსრების მობილიზება და მათი სარფიანად დაბანდება იქნება. ფონდებისთვის გარკვეული შეღავათებიცაა გათვალისწინებული.