საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და რამდენიმე საკითხს შეეხო.
კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ილია მეორემ ამ სენით დაავადებულ ყველა ადამიანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, საკვირაო ქადაგებაზე ილია მეორემ მრევლს სიმშვიდისკენ და უფლის გზით სიარულისკენ მოუწოდა.