ილია მეორე - წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული? 
ილია მეორე - წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული? 

წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული? სად დაიკარგა ეს მშვიდობა?, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. არ უნდა დავკარგოთ იმედი. წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო. სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა? მაგრამ მშვიდობა დაბრუნდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილები და გახარებულები გამყოფოთ მამაზციერმა, უფალმა ინებოს, რომ ყოველი უძღები შვილი დაბრუნდეს თავის მამასთან”,- აღნიშნა ილია მეორემ.