შობა სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში

შობის დღესასწაული აღნიშნეს საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაშიც. საზეიმო მსახურება ტაძარში საღამოს ცხრა საათიდან მიმდინარეობს, წირვა კი ეკლესიის უხუცესმა წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა. ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა. საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია 2017 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.