პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ,  ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და რამდენიმე საკითხს შეეხო.

კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ილია მეორემ ამ სენით დაავადებულ ყველა ადამიანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, საკვირაო ქადაგებაზე ილია მეორემ მრევლს სიმშვიდისკენ და უფლის გზით სიარულისკენ მოუწოდა.