სიონის საკათედრო ტაძარში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული

12:17, 04.02.2018

სიონის საკათედრო ტაძარში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. წმინდა ნაწილები სიონის ტაძარში ხვალამდე დარჩება. ამის შემდეგ, მას ქაშუეთის ტაძარში, შემდეგ კი ყაზბეგში გადააბრძანებენ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება. საკვირაო წირვა დღეს სიონის  ტაძარში კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორე წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.

მსგავსი