სიონის საკათედრო ტაძარში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული
სიონის საკათედრო ტაძარში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. წმინდა ნაწილები სიონის ტაძარში ხვალამდე დარჩება. ამის შემდეგ, მას ქაშუეთის ტაძარში, შემდეგ კი ყაზბეგში გადააბრძანებენ.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება. საკვირაო წირვა დღეს სიონის ტაძარში კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორე წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.