სამზადისი შობის დღესასწაულისთვის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება.

საშობაო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. სადღესასწაულო მსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სამებაში კი მისი თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ტრადიციულად სამების ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლესაც წაიკითხავენ, რომელიც ყოველ წელს შობის და აღდგომის დღესასწაულებისთვის ქვეყნდება და ეკლესიისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.