მეუფე იაკობის ქადაგება

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხო დღეს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას მეუფე იაკობმა ევროპარლამენტს მიმართა და ქართველი გმირების ღვაწლი შეახსენა. მეუფემ ევროკავშირში გაწევრიანების იდეაზე ისაუბრა და ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად დაწესებული ვადები გააპროტესტა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ევროკავშირი რევოლუციის პროვოცირების მცდელობაშიც დაადანაშაულა.