ავტოკეფალიის აღდგენის დღე

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.

თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. მან თარიღის და ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე იქადაგა. საზეიმო ლიტურგიას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა წევრები.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო.