მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა. სიონის საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად უძღვებოდა. მსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. „კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის“, – თქვა კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგებისას.