პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებულებმა ჩვენება კვლავ ვერ მისცეს

საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებმა ჩვენება კვლავ ვერ მისცეს.

მოსამართლემ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებისთვის ბოლოჯერ გააფრთხილა და ბრალდებულებს ჩვენების მისაცემად ვადა 21 აგვისტომდე მისცა.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მხოლოდ დაცვის მხარის ის შუამდგომლობა განიხილეს, რომლის მიხედვითაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, ხმის ჩამწერ მოწყობილობას დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მხარეთა განმარტებით, ექსპერტიზა დაადგენს, არის თუ არა აუდიოჩანაწერში ბრალდებულების ხმა ავთენტური და იგეგმებოდა თუ არა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე ბრალდებულების მიერ.

შემდეგი სხდომა აღნიშნულ საქმეზე 21 აგვისტოს ჩაინიშნა.