სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქის ნავმისადგომთან აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით არიან დაკავებული.

შეგახსენებთ, მოქალაქეების პროტესტი ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიციამ 23 პირი დააკავა.