დავით გარეჯის საქმე 

დავით გარეჯის საქმეზე მთავარი საგამოძიებო უწყება ფარული აუდიო-ვიდეო მასალების გასაჯაროებას აანონსებს. ეს მასალები ერთ-ერთი მთავარია იმ მტკიცებულებებს შორის, რითიც პროკურატურა ბრალდებულებისთვის ბრალის დაზუსტებას ხსნის. საქმეში ჩნდება ახალი ფრაზა – „სხვისი დავალებით მოქმედება“. გამოძიება ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ, რასაც დაკავებულები კატეგორიულად უარყოფენ. არ არის გამორიცხული, რომ საქმეში მალე ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდნენ. საქართველოს ტერიტორიების საზიანოდ მოქმედებაში დადანაშაულებული და პატიმრობაში მყოფი კარტოგრაფებისთვის დაზუსტებული ბრალდების წარდგენამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.