სასამართლომ „ყინწვისის საქმეზე“ ბრალდებულები გაამართლა

 გადაწყვეტილება, რომელსაც 12 ადამიანი ათი წელი ელოდა. ე.წ. ყინწვისის საქმის ფიგურანტები სასამართლომ უდანაშაულოებად ცნო. წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის დამხობაში დადანაშაულებული პირების მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2011 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის გადასინჯვა ადვოკატებმა ხელახალი ძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ახალი ჩვენებების საფუძველზე მოითხოვეს.

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ დაკავებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის წევრები დღეს იმ სასტიკ მეთოდებს იხსენებენ, რომლითაც ათი წლის წინ მათგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ. რეზონანსული საქმის ფიგურანტები მათ მიმართ მუქარასა და არაადამიანურ მოპყრობაში იმდროინდელ მაღალჩინოსნებსაც ასახელებენ.