ვაკის პარკის საქმე - სასამართლოს გადაწყვეტილება

ვაკის პარკის საქმის ფიგურანტები მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში.

ცხრავე დაკავებულს დღეს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. პროკურატურა ცხრავე ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატების ნაწილი კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს. გულგრილობა, ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება, ექსპერტიზის გაყალბებული დასკვნის დამზადება-გამოყენება, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. საქმეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია იხილავს. პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ბელა ზაქაიძე ადევნებს თვალს სასამართლო სხდომას.