სასამართლო განაჩენი

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღეს დატოვებენ. ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო,  თუმცა ექვსთვიანი პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურათ. ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულების ოჯახის წევრები სასამართლოს ეზოში იყვნენ შეკრებილები. ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.

გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს ვახო სანაია.