გახსნილი დანაშაული

ყაჩაღობის ფაქტი სოფელ ინგირში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ორი პირი: 1997 წელს და 1998 დაბადებული პირები.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.