დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ისევ პატიმრობაში რჩებიან.

დაცვის მხარის შუამდგომლობის და 211 პირის თავდებობის მიუხედავად, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. ადვოკატებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად იმ რუკის საექსპერტო დასკვნა მოჰყავთ, რომელიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა და რომლითაც, გამოძიების მტკიცებით, კომისიის წევრებს საზღვრების დადგენის დროს უნდა ეხელმძღვანელათ. მოსამართლეს სიტყვით მიმართა თავად მელაშვილმაც.

დღევანდელი პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.