საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე

თედო გიბეჯიშვილის საქმეზე ახალი გარემოება ხდება ცნობილი. პროკურატურა სოციალურ ქსელში მიმოწერის ტექსტებს ავრცელებს, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებს ეკუთვნით. პროკურატურის ვერსიით, მიმოწერა ამყარებს ბრალდებას, რომლის მიხედვით, დაკავებული აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე საკუთარ მეგობარს, ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მათთვის სასურველი განცხადების გაკეთებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით ემუქრებოდნენ. მუქარაზე საუბრობს გობეჯიშვილის თანაშემწეც, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.