ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 150 წლისაა.
ოზურგეთის თეატრის წინ საიუბილეო ზეიმი გაიმართა. თეატრისა და ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილეს ეძღვნება ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც წელს მეორედ იმართება.
სპექტაკლები ჩოხატაურში იქნება წარმოდგენილი. ფესტივალში 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის თეატრალური დასები აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ოზურგეთის თეატრის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.