ბაღის გახსნა სოფელ ხიბულაში 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მშენებლობა „ფონდმა ქართუმ“ დააფინანსა. მისი მთლიანი ღირებულება ორ მლნ ლარზე მეტია. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი 60 ბავშვზეა გათვლილი. გახსნა ადგილობრივებს მიულოცეს ფონდი „ქართუს“ წარმომადგენელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გარდა საბავშვო ბაღისა, ფონდი „ქართუ“ სოფელ ძველ ხიბულაში ოთხ მლნ ლარის პროექტებს ახორციელებს. ეს არის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი, სადაც მან ცხოვრების ბოლო წუთები გაატარა, სკვერი, სამონასტრო კომპლექსი და სოფლის გზა.

დატოვე კომენტარი