კონკურსის ფინალისტების დაჯილდოება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის, „ემ ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

საზეიმო ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსის შედეგად 18 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა. მათ სპეციალური პრიზები გადაეცათ. კონკურსი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ფინანსური მხარდაჭერა კი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა, „ქართუმ“ გაუწია.