ბერშუეთის სამონასტრო კომპლექსს საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გვიანდელი ჩარევების გამო ფორმაშეცვლილი ტაძარი ავთენტური სახით აღდგება. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს

უძველესი ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი. შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება. საოკუპაციო ხაზიდან 500 მეტრში მდებარე, გვიან ფეოდალური ხანის ბერშუეთის სამების ტაძარი უახლოეს პერიოდში პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. სამუშაოებს „ფონდი ქართუ“ დააფინანსებს.