შეხვედრა განათლების მინისტრთან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ესპანური ბიუროს აიდიომის და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის „აიბიეის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის მშენებლობისა და განვითარების დეტალები განიხილეს. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო ადრონული და პროტონული ცენტრის შენობა-ნაგებობებს დააპროექტებს, ხოლო „აიბიეიში“ ამჟამად მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის აწყობა, რომელიც ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

დატოვე კომენტარი