განათლების მინისტრი ოზურგეთის თეატრში 

ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებული თეატრი დაათვალიერა განათლების მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასის წევრებს ესაუბრა. გურიის მხარეში ერთადერთი პროფესიული თეატრი სექტემბერში ახალ თეატრალურ სეზონს განახლებულ შენობაში დაიწყებს.

შენობას სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ჩაუტარდა. თეატრის რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა. მისი ბიუჯეტი 18 000 000 ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი