ენდემური ჯიშების გამრავლების ხელშეწყობა

გადაშენების პირას მყოფი ენდემური ჯიშის ხოხობი და კაკაბი საქართველოში ისევ გამრავლდება. ფონდმა „ქართუმ“, რომელსაც უკვე აქვს გამართული საშენი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 200-მდე ფრინველი გამოზარდა და წყნეთის მოსახლეობას გადასცა.

საშენი „აგროქართუ“ ველური ბუნების სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიქმნა. სააგენტო გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გამრავლებაზე 2016 წლიდან ზრუნავს და მას შემდეგ არაერთი ჯიშის ფრინველს ამრავლებს, მათ შორის არის გნოლიც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებში ენდემური ჯიშის ათასობით ფრინველი გაუშვეს.